კრწანისის რეზიდენციის აუზი
აუზით სარგებლობის წესები
ბილეთის შეძენით/ჯავშნის განხორციელებით თქვენ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს.
ბავშვების დაშვების პოლიტიკა
უფასო შესვლა: 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აუზის ტერიტორიაზე შემოსვლა უფასოა. აუცილებელია ბავშვის ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობის დედანი ან ასლი) წარმოდგენა.
უსაფრთხოება: ტერიტორიაზე არ არის გამოყოფილი სპეციალური საბავშვო აუზი. ბავშვი მუდმივად უნდა იმყოფებოდეს მშობლის ან სრულწლოვანი მეურვის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
5 წლამდე — უფასოშეზლონგები და სტუმრების რაოდენობა
VIP მრგვალი შეზლონგები (№33, 36, 39, 42, 45): გათვლილია 2 სტუმარზე — ერთი ჯავშნის ღირებულება სრულად მოიცავს ორივე ადამიანის ვიზიტს. მესამე სტუმრის განთავსება დაუშვებელია.
დანარჩენი შეზლონგები: გათვლილია 1 სტუმარზე. თითოეული სტუმრისთვის აუცილებელია ცალკე ჯავშანი.
შეზლონგის თვითნებურად გადაადგილება ან სხვისი დაჯავშნილი ადგილის დაკავება დაუშვებელია.
1+1 აქცია: ვრცელდება მხოლოდ სტანდარტულ შეზლონგებზე, VIP მრგვალზე — არა.
VIP — 2 სტუმარიპირადი ნივთების შენახვა
გასახდელები და ლოქერები: ლოქერების ამოწურვის შემთხვევაში სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ გამოსაცვლელი სივრცეებით — ასეთ დროს ძვირფასი ნივთები თან იქონიეთ შეზლონგთან.
პასუხისმგებლობა: გასახდელებში ვიდეომონიტორინგი არ მიმდინარეობს. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს უყურადღებოდ დატოვებულ ან დაკარგულ ნივთებზე.
გაუფრთხილდით ღირებულ ნივთებსჰიგიენა და უსაფრთხოება აუზში
თმის შეკვრის ვალდებულება: წყლის სისუფთავის მაქსიმალურად დასაცავად, აუზში ჩასვლა ნებადართულია მხოლოდ შეკრული თმით. თმაგაშლილი ბანაობა დაუშვებელია.
სუფთა წყალი ყველასთვისსაკვები და სასმელი
სასმელი აუზში: წყლის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, აუზში სასმლის ჩატანა აკრძალულია — მირთმევა დასაშვებია მხოლოდ შეზლონგებთან.
კვების ზონა: შეზლონგებთან საკვების მიღება დაუშვებელია — ისარგებლეთ კაფის სპეციალური ზონით.
გარედან შემოტანა: ნებისმიერი საკვების/სასმლის გარედან შემოტანა კატეგორიულად აკრძალულია.
კვება მხოლოდ კაფეშიშინაური ცხოველები
აუზის ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ პატარა (დეკორატიული) ჯიშის შინაური ცხოველების შემოყვანა, მეპატრონე ვალდებულია გააკონტროლოს, რომ არ მივიდეს აუზის სიახლოვეს.
ადმინისტრაციასთან შეთანხმებითინვენტარის დაცვა
სტუმარი ვალდებულია გაუფრთხილდეს კომპანიის ქონებას. ლოქერის გასაღების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოქმედებს ჯარიმა 10 ₾ ოდენობით.
ჯარიმა — 10 ₾QR ბილეთი და შემოსვლა
გადახდის დადასტურების შემდეგ QR ბილეთი ავტომატურად იგზავნება ჯავშნისას მითითებულ ელ-ფოსტაზე. გთხოვთ, შემოსვლისას წარადგინოთ ბილეთი მობილურის ეკრანზე ან ამობეჭდილი სახით.
ერთჯერადი გამოყენება: თითოეული QR კოდი მოქმედებს მხოლოდ მითითებულ თარიღზე და სკანირდება ერთხელ. ბილეთის გაზიარება ან გადაცემა დაუშვებელია.
თუ ბილეთი გადახდიდან 15 წუთში არ მოვიდა, შეამოწმეთ „სპამის" საქაღალდე ან დაგვიკავშირდით.
ერთი კოდი — ერთი შესვლაფასები და ტარიფები
ვიზიტის ღირებულება დამოკიდებულია შეზლონგის ზონასა და ვიზიტის დღეზე. ფასში შედის შეზლონგი და პირსახოცი.
| ზონა | ორშაბათი – პარასკევი | შაბათი – კვირა |
|---|---|---|
| სტანდარტული შეზლონგი№01–105 (მრგვალი VIP-ის გარდა) · 1 სტუმარი | 90 ₾ | 120 ₾ |
| VIP მრგვალი შეზლონგი№33, 36, 39, 42, 45 · 2 სტუმარი | 180 ₾ | 240 ₾ |
ფასის განსაზღვრა: ტარიფი განისაზღვრება ვიზიტის (დაჯავშნილი) თარიღით, და არა ბილეთის შეძენის დღით. მაგალითად, შაბათს შეძენილი ბილეთი სამშაბათის ვიზიტისთვის ითვლება სამუშაო დღის ტარიფით.
VIP ტარიფი სრულად მოიცავს 2 სტუმრის ვიზიტს — დამატებითი გადასახადი მეორე ადამიანზე არ ემატება.
ფასი — ვიზიტის თარიღით1+1=1 აქცია
აქცია მოქმედებს ყოველდღე, კვირის ყველა დღეს. სტანდარტული შეზლონგების დაჯავშნისას ყოველი მეორე შეზლონგი უფასოა — ანუ ორ ადამიანს ერთის ფასი გაქვთ.
| შეზლონგების რაოდენობა | ორშაბათი – პარასკევი | შაბათი – კვირა |
|---|---|---|
| 1 ან 2 შეზლონგი | 90 ₾ | 120 ₾ |
| 3 ან 4 შეზლონგი | 180 ₾ | 240 ₾ |
| 5 ან 6 შეზლონგი | 270 ₾ | 360 ₾ |
გამონაკლისი: აქცია არ ვრცელდება VIP მრგვალ შეზლონგებზე (№33, 36, 39, 42, 45), რადგან ისინი ისედაც 2 სტუმარზეა გათვლილი და ფასი ორივე ადამიანს მოიცავს.
ფასდაკლება ავტომატურად ითვლება ჯავშნის დროს — დამატებითი კოდის ან განაცხადის შეყვანა საჭირო არ არის. ჯამური თანხა ჩანს გადახდამდე, ჯავშნის ფორმაში.
ყოველი მე-2 — უფასოთანხის დაბრუნება / ჯავშნის გაუქმება
გთხოვთ, გაითვალისწინოთ! გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის უამინდობის გამო.
თარიღის შეცვლა: დაჯავშნილი თარიღისა და დროის შეცვლა ან გადატანა შეუძლებელია.
გადახდის გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს.
თანხა არ ბრუნდებაგაეცანი წესებს და დაჯავშნე
წესების გათვალისწინებით, ახლა მზად ხართ თქვენი იდეალური დღის დასაგეგმად.
დაჯავშნე შეზლონგი